Photo of Bagrati Cathedral in Kutaisi on the Laerton Tours Golden Fleece Tour
Prometheus Caves near Kutaisi, the Golden Fleece Tour with Laerton Tours
Motsameta Monastic Complex photo, on the itinerary of Laerton Tours Golden Fleece Tour

დაჯავშნეთ ტური

დაჯავშნეთ ტური
ძველი დედაქალაქის ტური

მოგზაურობა ქუთაისში

ბევრ ჩვენგანს ახსოვს ძველი ბერძნული მითები, განსაკუთრებით კი მითი ოქროს საწმისის საძიებლად წასული არგონავტების ლაშქრობისა და სათავგადასავლო ისტორიების შესახებ. მითი მოგვითხრობს, რომ ოქროს საწმისის მოპოვების იმედით, არგონავტები იასონის წინამძღოლობით კოლხეთში ჩამოვიდნენ. მეფე აიეტი მათ საწმისის გადაცემას შეპირდა იმ შემთხვევაში, თუ იასონი მითითებულ დავალებებს შეასრულებდა. დაკისრებული დავალებების შესრულებაში იასონს მასზე შეყვარებული მეფე აიეტის ასული მედეა დაეხმარა. გვიან ღამით მან იასონი არესის ტყეში მიიყვანა, სადაც წმინდა მუხაზე ოქროს საწმისი ეკიდა, ხოლო გვერდით მცველად ცეცხლისმფრქვეველი დრაკონი ედგა. მედეამ თავისი ჯადოსნობის გამოყენებით დრაკონის მიძინება შეძლო, ხოლო იასონი საოცარ საწმისს დაეუფლა. „არგომ“ უძვირფასეს საწმისსა და მშვენიერ მედეასთან ერთად განთიადამდე დატოვა კოლხეთის ნაპირები და საბერძნეთისკენ გაემართა. დასავლეთ საქართველოს უმსხვილესი ქალაქი ქუთაისი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნეში ძველი კოლხეთის სამეფოს დედაქალაქი იყო. ამას ქუთაისის შემოგარენში მდებარე არაერთი ისტორიული ძეგლი მოწმობს.

ყველა ლაერტონ ტური

შავი ზღვის ტური

აჭარა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი ქვეყნის ყველაზე თვალწარმტაცი კუთხეა. ვრცლად

ძველი თბილისის ტური

მოცემული ტური სტუმრებს საშუალებას აძლევს საქართველოს მთავარი ქალაქი სხვადასხვა რაკურსით გაიცნონ. ვრცლად

მთის ტური

ეს უჩვეულოდ სულისშემძვრელი და ექსტრემალური ტური საქართველოს ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე დიდი კავკასიონის ქედის სილამაზესა და სიდიადეს გაგაცნობთ. ვრცლად

ღვინის ტური

მეღვინეობა საქართველოში დაახლოებით 8000 წლის წინ, ჯერ კიდევ ნეოლითურ ხანაში იღებს სათავეს. ვრცლად

ექსტრემალური ტური

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული რეგიონი - კახეთი თავისი ისტორიით, ღირშესანიშნაობებითა და ტრადიციებით არის ცნობილი. ვრცლად

კანიონ-ტური

მარტვილის კანიონი - აღმაფრთოვანებელი სილამაზის მქონე უჩვეულო ადგილია დასავლეთ საქართველოში, რომელიც 3 კილომეტრზეა გაშლილი. ვრცლად

ისტორიული ტური

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი გორში, ქართულ ოჯახში დაიბადა. სტალინის ნამდვილი გვარი ჯუღაშვილი გახლდათ. ვრცლად

იუნესკოს ტური

მცხეთა თბილისის მახლობლად მდებარე უძველესი ქალაქია, რომელიც ორი მდინარის - მტკვრისა და არაგვის შესართავთან არის გაშენებული. ვრცლად

კულტურული ტური

ეს ტური მცირე კავკასიის ფერდობზე მდებარე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიულ სიმდიდრეებს ეძღვნება. ვრცლად

სიყვარულის კოშკის ტური

საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სვანეთის რეგიონი მნახველს თავისი სილამაზით, ხელთუქმნელობითა და მისტიკურობით ხიბლავს. ვრცლად

ძველი დედაქალაქის ტური

ბევრ ჩვენგანს ახსოვს ძველი ბერძნული მითები, განსაკუთრებით კი მითი ოქროს საწმისის საძიებლად წასული არგონავტების ლაშქრობისა და სათავგადასავლო ისტორიების შესახებ. ვრცლად

სალი კლდეების ტური

ეს არის მოგზაურობა რომანტიკოსებისა და თავგადასავლების მაძიებლებისთვის. აქ მოხვედრისას მყისვე შეიგრძნობთ მთიელი ხალხის დიდებულებასა და სიბრძნეს. ვრცლად

დაგეგმეთ თქვენი ტური

გაგვანდეთ თქვენი იდეები, სურვილები, და ჩვენ მას რეალობად ვაქცევთ! მიიღეთ მონაწილეობა საკუთარი ტურის დაგეგმვაში. დაგვიკავშირდით

მიმოხილვა

ლოკაცია: ქუთაისი
ხანგრძლივობა: 1 დღე
ტიპი: ჯგუფური ან ინდივიდუალური ტური
ფასი: $200-დან
როდის: მოქნილი გრაფიკი

გზამკვლევი

1 დღე
  • თბილისიდან ქუთაისში გამგზავრება 7:00 საათზე.

  • სიდიდით მესამე და საქართველოს ძველ სამეფო დედაქალაქ ქუთაისში XI საუკუნის არქიტექტურული ძეგლის - ბაგრატის ტაძრის დათვალიერება. ტაძარი აგებულია მეფე ბაგრატის III მიერ.
  • XI საუკუნის მოწამეთას მონასტრის მონახულება. მონასტერი აგებულია ძმების - არაგვთა ერისთავების დავით და კონსტანტინე მხეიძეების უკვდავსაყოფად. არაბთა სარდალმა მურვან ყრუმ შეპყრობილ ერისთავებს ქრისტეს რწმენის უარყოფა მოსთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. ძმებმა ვაჟკაცურად აიტანეს საშინელი წამება და მოწამეთა გვირგვინით შეიმოსნენ. წმინდა ძმების ნეშტი ამ ეკლესიაში განისვენებს.
  • ლანჩი 14:00-15:00 საათზე.

  • გელათის ისტორიულ-არქიტექტურული სამონასტრო კომპლექსის დათვალიერება. კომპლექსი მოიცავს ღვთისმშობლის, წმინდა ნიკოლოზის და წმინდა გიორგის ეკლესიებს (XIII). გელათის აკადემია XII საუკუნის საქართველოს კულტურული და სასულიერო ცენტრი გახლდათ. კომპლექსი მეფე დავით აღმაშენებელმა 1106 წელს დააარსა. ტაძარში შემორჩენილია დავით აღმაშენებლის პორტრეტი. იქვე, ტაძრის შესასვლელშივე განისვენებს საქართველოს დიდებული მეფე - დავით აღმაშენებელი.
  • სათაფლიისა და პრომეთეს კარსტული მღვიმეების მონახულება. მღვიმეები მდიდარია ულამაზესი სტალაქტიტებით და სტალაგმიტებით. ასევე, სათაფლიაში აღმოჩენილია დინოზავრის ნაკვალევი.
  • თბილისში დაბრუნება 21:00 საათზე.

რას მოიცავს

„პრემიუმ“ პაკეტი
  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • ლანჩი
  • ტურისტული ობიექტების დათვალიერების საფასური
„საბაზისო“ პაკეტი
  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება

ფასები

„პრემიუმ“ პაკეტი
  • $400
„საბაზისო“ პაკეტი
  • $200

რუკა