A country of Georgia tour photo of the historic highland village of Shatili, by Laerton Tours
A country of Georgia tour photo of the village of Mutso, a former stronghold in Khevsureti, by Laerton Tours
A sightseeing tour photo of the village of Musto, on a tour with Laerton Tours

დაჯავშნეთ ტური

დაჯავშნეთ ტური
სალი კლდეების ტური

დაუვიწყარი მოგზაურობა ფშავ-ხევსურეთში

ეს არის მოგზაურობა რომანტიკოსებისა და თავგადასავლების მაძიებლებისთვის. აქ მოხვედრისას მყისვე შეიგრძნობთ მთიელი ხალხის დიდებულებასა და სიბრძნეს. სწორედ ხევსურეთიდან იღებს სათავეს ერთ-ერთი ულამაზესი ტრადიცია: თუ ქალი ორ მებრძოლ მამაკაცს შორის მანდილს ჩააგდებს, ორთაბრძოლა დაუყოვნებლივ შეწყდება.

თქვენ გელოდებათ უძველესი კოშკები და ავთენტიკური სოფლები, რომლის მაცხოვრებლებიც სისადავითა და სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან. აქ მდებარეობს ქალაქი-ციხესიმაგრე შატილი, მკვდარი ქალაქი მუცო, რამდენიმე ხევსურული და ქისტური კოშკი. დღეისათვის შატილი ღია ცის ქვეშ განთავსებული მუზეუმია. მთელი დასახლება იუნესკოს მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მუცოს განმაცვიფრებელი ციხე-სიმაგრე ციცაბო კლდეზე მდებარეობს და დუღაბის გარეშე, მხოლოდ ქვებისგან არის აგებული. საბრძოლო და საცხოვრებელი კოშკების ეს მასშტაბური კომპლექსი მაღალ, ხავსმოდებულ სალ კლდეებზე მდებარეობს.

ყველა ლაერტონ ტური

შავი ზღვის ტური

აჭარა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი ქვეყნის ყველაზე თვალწარმტაცი კუთხეა. ვრცლად

ძველი თბილისის ტური

მოცემული ტური სტუმრებს საშუალებას აძლევს საქართველოს მთავარი ქალაქი სხვადასხვა რაკურსით გაიცნონ. ვრცლად

მთის ტური

ეს უჩვეულოდ სულისშემძვრელი და ექსტრემალური ტური საქართველოს ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე დიდი კავკასიონის ქედის სილამაზესა და სიდიადეს გაგაცნობთ. ვრცლად

ღვინის ტური

მეღვინეობა საქართველოში დაახლოებით 8000 წლის წინ, ჯერ კიდევ ნეოლითურ ხანაში იღებს სათავეს. ვრცლად

ექსტრემალური ტური

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული რეგიონი - კახეთი თავისი ისტორიით, ღირშესანიშნაობებითა და ტრადიციებით არის ცნობილი. ვრცლად

კანიონ-ტური

მარტვილის კანიონი - აღმაფრთოვანებელი სილამაზის მქონე უჩვეულო ადგილია დასავლეთ საქართველოში, რომელიც 3 კილომეტრზეა გაშლილი. ვრცლად

ისტორიული ტური

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი გორში, ქართულ ოჯახში დაიბადა. სტალინის ნამდვილი გვარი ჯუღაშვილი გახლდათ. ვრცლად

იუნესკოს ტური

მცხეთა თბილისის მახლობლად მდებარე უძველესი ქალაქია, რომელიც ორი მდინარის - მტკვრისა და არაგვის შესართავთან არის გაშენებული. ვრცლად

კულტურული ტური

ეს ტური მცირე კავკასიის ფერდობზე მდებარე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიულ სიმდიდრეებს ეძღვნება. ვრცლად

სიყვარულის კოშკის ტური

საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სვანეთის რეგიონი მნახველს თავისი სილამაზით, ხელთუქმნელობითა და მისტიკურობით ხიბლავს. ვრცლად

ძველი დედაქალაქის ტური

ბევრ ჩვენგანს ახსოვს ძველი ბერძნული მითები, განსაკუთრებით კი მითი ოქროს საწმისის საძიებლად წასული არგონავტების ლაშქრობისა და სათავგადასავლო ისტორიების შესახებ. ვრცლად

სალი კლდეების ტური

ეს არის მოგზაურობა რომანტიკოსებისა და თავგადასავლების მაძიებლებისთვის. აქ მოხვედრისას მყისვე შეიგრძნობთ მთიელი ხალხის დიდებულებასა და სიბრძნეს. ვრცლად

დაგეგმეთ თქვენი ტური

გაგვანდეთ თქვენი იდეები, სურვილები, და ჩვენ მას რეალობად ვაქცევთ! მიიღეთ მონაწილეობა საკუთარი ტურის დაგეგმვაში. დაგვიკავშირდით

მიმოხილვა

ლოკაცია: ფშავი, ხევსურეთი
ხანგრძლივობა: 2 დღე
ტიპი: ჯგუფური ან ინდივიდუალური ტური
ფასი: $230-დან
როდის: მოქნილი გრაფიკი

გზამკვლევი

1 დღე
  • თბილისიდან ფშავში, ჩარგალში გამგზავრება დილის 7:00 საათზე.

  • სახელოვანი ქართველი მწერლის - ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დათვალიერება სოფელ ჩარგალში.
  • მდინარე არაგვის ხეობის გავლით ბარისახოსა და კორშას მონახულება და ხევსურეთის ეთნოგრაფიულ მუზეუმში სტუმრობა.
  • დათვის ჯვრის უღელტეხილის გავლით შატილის გზაზე, ლებაისკარის შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ციხე-კოშკის დათვალიერება.
  • ლანჩი 14:00 საათზე (შესაძლებელია პიკნიკი ლებაისკარის ულამაზეს ბუნებაში).

  • 20:00 საათზე საოჯახო სასტუმროში დაბინავება შატილში.

2 დღე
  • საოჯახო სასტუმროდან გასვლა 9:00 საათზე.

  • X-XI საუკუნეების ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე და უნიკალური ძეგლის შატილის მონახულება, რომელიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში (სურვილისამებრ შესაძლებელია ცხენებით გასეირნება).
  • ლანჩი 13:00-14:00 საათზე.

  • მდინარე არღუნის ხეობის გავლით, ანატორის აკლდამების დათვალიერება.
  • რთული რელიეფის სამ ტერასაზე განლაგებული გვიანდელი შუა საუკუნეების მუცოს ციხე-სოფლის მონახულება, რომელიც ხევსურეთის ისტორიული დარაჯი და მცველი იყო (მდებარეობს 1880 მ. სიმაღლეზე).
  • თბილისში დაბრუნება 20:00 საათზე.

რას მოიცავს

„პრემიუმ“ პაკეტი
  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • სასტუმროში განთავსება
  • ლანჩი
  • ტურისტული ობიექტების დათვალიერების საფასური
  • სპეციალიზირებული ტრანსპორტით მგზავრობა
„საბაზისო“ პაკეტი
  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება

ფასები

„პრემიუმ“ პაკეტი
  • 2 დღე, 5-6 ადამიანზე - $600
  • 1 დღე, 3-4 ადამიანზე - $450
  • 1 დღე, 1-2 ადამიანზე - $350
„საბაზისო“ პაკეტი
  • 2 დღე, 5-6 ადამიანზე - $380
  • 1 დღე, 3-4 ადამიანზე - $300
  • 1 დღე, 1-2 ადამიანზე - $230

რუკა