Tour photo of the Village of Chazhashi, a UNESCO World Heritage Site for tours of the country of Georgia, with Laerton Tours
Tour photo of a waterfall in Svaneti, for tours of the country of Georgia, with Laerton Tours
Tour photo of Ushguli in the Svaneti region, for tours of the country of Georgia, with Laerton Tours

დაჯავშნეთ ტური

დაჯავშნეთ ტური
სიყვარულის კოშკის ტური

დაუვიწყარი სამე დღე სვანეთში

საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სვანეთის რეგიონი მნახველს თავისი სილამაზით, ხელთუქმნელობითა და მისტიკურობით ხიბლავს. ამბობენ, „ვინც სვანეთში არ ყოფილა, მას საქართველო არ უნახავს“-ო. სვანეთს გარს ერტყმის დიდი კავკასიონის ქედის უზარმაზარი თეთრი მწვერვალები. სწორედ ზემო სვანეთში, ზღვის დონიდან დაახლოებით 2500 მეტრზე, მდებარეობს ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი - სოფელი უშგული, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. ძველ დროში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. მითი ბერძენი არგონავტების შესახებ ძველ საბერძნეთსა და კავკასიას შორის ადრეული კავშირების დამადასტურებელია. თქმულების თანახმად, სვანეთში ოქროს ცხვრის ტყავის მდინარეში ჩაშვებით მოიპოვებდნენ. საწმისი, რომელზეც ოქროს ნაწილაკები ილექებოდა, დიდ ფასეულობას იძენდა.

ყველა ლაერტონ ტური

შავი ზღვის ტური

აჭარა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი ქვეყნის ყველაზე თვალწარმტაცი კუთხეა. ვრცლად

ძველი თბილისის ტური

მოცემული ტური სტუმრებს საშუალებას აძლევს საქართველოს მთავარი ქალაქი სხვადასხვა რაკურსით გაიცნონ. ვრცლად

მთის ტური

ეს უჩვეულოდ სულისშემძვრელი და ექსტრემალური ტური საქართველოს ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე დიდი კავკასიონის ქედის სილამაზესა და სიდიადეს გაგაცნობთ. ვრცლად

ღვინის ტური

მეღვინეობა საქართველოში დაახლოებით 8000 წლის წინ, ჯერ კიდევ ნეოლითურ ხანაში იღებს სათავეს. ვრცლად

ექსტრემალური ტური

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული რეგიონი - კახეთი თავისი ისტორიით, ღირშესანიშნაობებითა და ტრადიციებით არის ცნობილი. ვრცლად

კანიონ-ტური

მარტვილის კანიონი - აღმაფრთოვანებელი სილამაზის მქონე უჩვეულო ადგილია დასავლეთ საქართველოში, რომელიც 3 კილომეტრზეა გაშლილი. ვრცლად

ისტორიული ტური

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი გორში, ქართულ ოჯახში დაიბადა. სტალინის ნამდვილი გვარი ჯუღაშვილი გახლდათ. ვრცლად

იუნესკოს ტური

მცხეთა თბილისის მახლობლად მდებარე უძველესი ქალაქია, რომელიც ორი მდინარის - მტკვრისა და არაგვის შესართავთან არის გაშენებული. ვრცლად

კულტურული ტური

ეს ტური მცირე კავკასიის ფერდობზე მდებარე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიულ სიმდიდრეებს ეძღვნება. ვრცლად

სიყვარულის კოშკის ტური

საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სვანეთის რეგიონი მნახველს თავისი სილამაზით, ხელთუქმნელობითა და მისტიკურობით ხიბლავს. ვრცლად

ძველი დედაქალაქის ტური

ბევრ ჩვენგანს ახსოვს ძველი ბერძნული მითები, განსაკუთრებით კი მითი ოქროს საწმისის საძიებლად წასული არგონავტების ლაშქრობისა და სათავგადასავლო ისტორიების შესახებ. ვრცლად

სალი კლდეების ტური

ეს არის მოგზაურობა რომანტიკოსებისა და თავგადასავლების მაძიებლებისთვის. აქ მოხვედრისას მყისვე შეიგრძნობთ მთიელი ხალხის დიდებულებასა და სიბრძნეს. ვრცლად

დაგეგმეთ თქვენი ტური

გაგვანდეთ თქვენი იდეები, სურვილები, და ჩვენ მას რეალობად ვაქცევთ! მიიღეთ მონაწილეობა საკუთარი ტურის დაგეგმვაში. დაგვიკავშირდით

მიმოხილვა

ლოკაცია: უშგული, მესტია
ხანგრძლივობა: 3 დღე
ტიპი: ჯგუფური ან ინდივიდუალური ტური
ფასი: $230-დან
როდის: მოქნილი გრაფიკი

გზამკვლევი

1 დღე
  • თბილისიდან სვანეთის მიმართულებით გამგზავრება 7:00 საათზე.

  • ენგურის (ჯვრის) წყალსაცავის მონახულება.
  • ლანჩი 14:00 საათზე.

  • X-XI საუკუნეებში თლილი ქვით აგებული მაცხოვრის ამაღლების ტაძარი და XIII საუკუნით დათარიღებული მთავარანგელოზთა ეკლესიის მონახულება სოფელ ლატალიში.
  • 21:00 საათზე სასტუმროში დაბინავება მესტიაში.

2 დღე
  • სასტუმროდან გასვლა 8:00 საათზე.

  • უშგულის მიმართულებით, გზად სოფელ იფართან ზედ წყლის პირას, ქვაზე აგებული „სიყვარულის კოშკის“ მონახულება.
  • უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი დათვალიერება. უშგულის თემის ერთ-ერთი სოფელი, ჩაჟაში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.
  • თამარ მეფის ზამთრის და ზაფხულის სარეზიდენციო კოშკების მონახულება.
  • უშგულის ლამარიას - IX-X საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიისა და უნიკალური ციხე-კოშკების კომპლექსის დათვალიერება სოფელ ჟიბიანში.
  • ლანჩი 15:00 საათზე. სურვილისამებრ, შესაძლებელია, ცხენებით გასეირნება.
  • საღამოს 21:00 საათზე სასტუმროში დაბრუნება.

3 დღე
  • სასტუმროდან გასვლა 9:00 საათზე.

  • ცნობილი მთასვლელის, სპორტის საერთაშორისო ოსტატის - მიხეილ ხერგიანის კოშკ-მუზეუმის მონახულება მესტიაში.
  • მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმის დათვალიერება.
  • ლანჩი 14:00-15:00 საათზე.

  • საბაგიროთი გასეირნება ჰაწვალის მთაზე, საიდანაც მწვერვალ უშბას (სიმაღლე - 4700 მ.) ულამაზესი პანორამული ხედები იშლება.
  • თბილისში დაბრუნება 21:00 საათზე.

რას მოიცავს

„პრემიუმ“ პაკეტი
  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • სასტუმროში განთავსება
  • ლანჩი
  • ტურისტული ობიექტების დათვალიერების საფასური
  • საბაგიროთი მგზავრობის საფასური
  • სპეციალიზირებული ტრანსპორტით მგზავრობა
„საბაზისო“ პაკეტი
  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება

ფასები

„პრემიუმ“ პაკეტი
  • 3 დღე, 5-6 ადამიანზე - $600
  • 1 დღე, 3-4 ადამიანზე - $450
  • 1 დღე, 1-2 ადამიანზე - $350
„საბაზისო“ პაკეტი
  • 3 დღე, 5-6 ადამიანზე - $380
  • 1 დღე, 3-4 ადამიანზე - $300
  • 1 დღე, 1-2 ადამიანზე - $230

რუკა