Sightseeing tour photo of the Ananuri Fortress, travelling with Laerton Tours, around the country of Georgia
Sightseeing tour photo of Kazbegi, travelling with Laerton Tours, around the country of Georgia
Sightseeing tour photo of Gergeti Trinity Church, travelling with Laerton Tours, around the country of Georgia

დაჯავშნეთ ტური

დაჯავშნეთ ტური
მთის ტური

ანანური, ყაზბეგი, გერგეთი

ეს უჩვეულოდ სულისშემძვრელი და ექსტრემალური ტური საქართველოს ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე დიდი კავკასიონის ქედის სილამაზესა და სიდიადეს გაგაცნობთ. რეგიონი გამოირჩევა სამთო-სათხილამურო კურორტებით, ისტორიული ძეგლების მრავალფეროვნებით, განუმეორებელი ჰავით, მთის დაუვიწყარი პეიზაჟებითა და სუნთქვის შემკვრელი ბუნებით. ყაზბეგი - კავკასიონის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და თვალწარმტაცი მყინვარია.

ყველა ლაერტონ ტური

შავი ზღვის ტური

აჭარა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი ქვეყნის ყველაზე თვალწარმტაცი კუთხეა. ვრცლად

ძველი თბილისის ტური

მოცემული ტური სტუმრებს საშუალებას აძლევს საქართველოს მთავარი ქალაქი სხვადასხვა რაკურსით გაიცნონ. ვრცლად

მთის ტური

ეს უჩვეულოდ სულისშემძვრელი და ექსტრემალური ტური საქართველოს ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე დიდი კავკასიონის ქედის სილამაზესა და სიდიადეს გაგაცნობთ. ვრცლად

ღვინის ტური

მეღვინეობა საქართველოში დაახლოებით 8000 წლის წინ, ჯერ კიდევ ნეოლითურ ხანაში იღებს სათავეს. ვრცლად

ექსტრემალური ტური

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული რეგიონი - კახეთი თავისი ისტორიით, ღირშესანიშნაობებითა და ტრადიციებით არის ცნობილი. ვრცლად

კანიონ-ტური

მარტვილის კანიონი - აღმაფრთოვანებელი სილამაზის მქონე უჩვეულო ადგილია დასავლეთ საქართველოში, რომელიც 3 კილომეტრზეა გაშლილი. ვრცლად

ისტორიული ტური

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი გორში, ქართულ ოჯახში დაიბადა. სტალინის ნამდვილი გვარი ჯუღაშვილი გახლდათ. ვრცლად

იუნესკოს ტური

მცხეთა თბილისის მახლობლად მდებარე უძველესი ქალაქია, რომელიც ორი მდინარის - მტკვრისა და არაგვის შესართავთან არის გაშენებული. ვრცლად

კულტურული ტური

ეს ტური მცირე კავკასიის ფერდობზე მდებარე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიულ სიმდიდრეებს ეძღვნება. ვრცლად

სიყვარულის კოშკის ტური

საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სვანეთის რეგიონი მნახველს თავისი სილამაზით, ხელთუქმნელობითა და მისტიკურობით ხიბლავს. ვრცლად

ძველი დედაქალაქის ტური

ბევრ ჩვენგანს ახსოვს ძველი ბერძნული მითები, განსაკუთრებით კი მითი ოქროს საწმისის საძიებლად წასული არგონავტების ლაშქრობისა და სათავგადასავლო ისტორიების შესახებ. ვრცლად

სალი კლდეების ტური

ეს არის მოგზაურობა რომანტიკოსებისა და თავგადასავლების მაძიებლებისთვის. აქ მოხვედრისას მყისვე შეიგრძნობთ მთიელი ხალხის დიდებულებასა და სიბრძნეს. ვრცლად

დაგეგმეთ თქვენი ტური

გაგვანდეთ თქვენი იდეები, სურვილები, და ჩვენ მას რეალობად ვაქცევთ! მიიღეთ მონაწილეობა საკუთარი ტურის დაგეგმვაში. დაგვიკავშირდით

მიმოხილვა

ლოკაცია: მცხეთა-მთიანეთის მხარე
ხანგრძლივობა: 1 დღე
ტიპი: ჯგუფური ან ინდივიდუალური ტური
ფასი: $220-დან
როდის: მოქნილი გრაფიკი

გზამკვლევი

1 დღე
  • თბილისიდან ანანურში გამგზავრება 8 საათზე.

  • XVI-XVIII საუკუნეების ანანურის ციხე-კომპლექსის დათვალიერება, რომელიც მდინარე არაგვის პირასაა აღმართული და ამაყად გადმოჰყურებს ულამაზეს ჟინვალის წყალსაცავს.
  • გუდაურის გადმოსახედთან გაჩერება, საიდანაც თეთრი არაგვის ხეობისა და ზემო მლეთას პანორამული ხედები იშლება. გუდაურის გადმოსახედი აგებულია 1983 წელს, გიორგიესვკის ტრაქტატის ხელმოწერის მე-200 წლისთავთან დაკავშირებით.
  • ლანჩი 14:00 საათზე.

  • ყაზბეგში XIV საუკუნის გერგეტის ყოვლადწმინდა სამების მონახულება, რომელიც ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მთის მწვერვალზეა აღმართული. გერგეტის ტაძრიდან ყაზბეგის მყინვარწვერის (5047 მ.) ულამაზესი ხედი იშლება.
  • თბილისში დაბრუნება 20:00 საათზე.

რას მოიცავს

„პრემიუმ“ პაკეტი
  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • ლანჩი
  • სპეციალიზირებული ტრანსპორტით მგზავრობა
„საბაზისო“ პაკეტი
  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება

ფასები

„პრემიუმ“ პაკეტი
  • $400
„საბაზისო“ პაკეტი
  • $220

რუკა