Cultural Tour photo of Rabati Castle, on a tour with Laerton Tours in the country of Georgia
Photo of the Cave Cathedral at Vardzia, a country of Georgia tour, with Laerton Tours
Photo of the gardens and tourists within Rabati Castle,  a country of Georgia tour, with Laerton Tours

დაჯავშნეთ ტური

დაჯავშნეთ ტური
კულტურული ტური

რაბათი, ვარძია, ბორჯომი

ეს ტური მცირე კავკასიის ფერდობზე მდებარე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიულ სიმდიდრეებს ეძღვნება. ამ მხარეში მოგზაურობა აღმაფრთოვანებელი რაბათის ციხის მონახულებით იწყება, რომელმაც თავისი არსებობის მანძილზე არაერთხელ განიცადა სახეცვლილება. ასევე, უნიკალურია ქალაქი-გამოქვაბული ვარძია, რომელიც ციცაბო კლდეში ნაკვეთ მრავალსართულიან კომპლექსს წარმოადგენს, სადაც ქუჩებსა და კიბეებს მონასტრების, ტაძრების, ციხეების, აბანოებისა და ბიბლიოთეკებისაკენ მივყავართ. ტურის ფარგლებში შედის ქ. ბორჯომისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკის მონახულება, რომელიც განუმეორებელია თავისი გეოგრაფიული და ეკოლოგიური ზონებით, ლანდშაფტით, მდიდარი ფლორითა და ფაუნით, ისტორიული ძეგლების სიმრავლით. ვესტუმრებით უძველეს ლავრას - მწვანე მონასტერს. ბორჯომის რეგიონი ჩრდილოეთ ევროპის ბევრი ქვეყნისთვის კარგად არის ცნობილი გამაჯანსაღებელი თვისებების მქონე მინერალური წყაროებით.

ყველა ლაერტონ ტური

შავი ზღვის ტური

აჭარა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი ქვეყნის ყველაზე თვალწარმტაცი კუთხეა. ვრცლად

ძველი თბილისის ტური

მოცემული ტური სტუმრებს საშუალებას აძლევს საქართველოს მთავარი ქალაქი სხვადასხვა რაკურსით გაიცნონ. ვრცლად

მთის ტური

ეს უჩვეულოდ სულისშემძვრელი და ექსტრემალური ტური საქართველოს ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე დიდი კავკასიონის ქედის სილამაზესა და სიდიადეს გაგაცნობთ. ვრცლად

ღვინის ტური

მეღვინეობა საქართველოში დაახლოებით 8000 წლის წინ, ჯერ კიდევ ნეოლითურ ხანაში იღებს სათავეს. ვრცლად

ექსტრემალური ტური

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული რეგიონი - კახეთი თავისი ისტორიით, ღირშესანიშნაობებითა და ტრადიციებით არის ცნობილი. ვრცლად

კანიონ-ტური

მარტვილის კანიონი - აღმაფრთოვანებელი სილამაზის მქონე უჩვეულო ადგილია დასავლეთ საქართველოში, რომელიც 3 კილომეტრზეა გაშლილი. ვრცლად

ისტორიული ტური

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი გორში, ქართულ ოჯახში დაიბადა. სტალინის ნამდვილი გვარი ჯუღაშვილი გახლდათ. ვრცლად

იუნესკოს ტური

მცხეთა თბილისის მახლობლად მდებარე უძველესი ქალაქია, რომელიც ორი მდინარის - მტკვრისა და არაგვის შესართავთან არის გაშენებული. ვრცლად

კულტურული ტური

ეს ტური მცირე კავკასიის ფერდობზე მდებარე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიულ სიმდიდრეებს ეძღვნება. ვრცლად

სიყვარულის კოშკის ტური

საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სვანეთის რეგიონი მნახველს თავისი სილამაზით, ხელთუქმნელობითა და მისტიკურობით ხიბლავს. ვრცლად

ძველი დედაქალაქის ტური

ბევრ ჩვენგანს ახსოვს ძველი ბერძნული მითები, განსაკუთრებით კი მითი ოქროს საწმისის საძიებლად წასული არგონავტების ლაშქრობისა და სათავგადასავლო ისტორიების შესახებ. ვრცლად

სალი კლდეების ტური

ეს არის მოგზაურობა რომანტიკოსებისა და თავგადასავლების მაძიებლებისთვის. აქ მოხვედრისას მყისვე შეიგრძნობთ მთიელი ხალხის დიდებულებასა და სიბრძნეს. ვრცლად

დაგეგმეთ თქვენი ტური

გაგვანდეთ თქვენი იდეები, სურვილები, და ჩვენ მას რეალობად ვაქცევთ! მიიღეთ მონაწილეობა საკუთარი ტურის დაგეგმვაში. დაგვიკავშირდით

მიმოხილვა

ლოკაცია: ახალციხე და ბორჯომი
ხანგრძლივობა: 1 დღე
ტიპი: ჯგუფური ან ინდივიდუალური ტური
ფასი: $250-დან
როდის: მოქნილი გრაფიკი

გზამკვლევი

1 დღე
  • თბილისიდან ახალციხეში გამგზავრება 8:00 საათზე.

  • IX საუკუნით დათარიღებული რაბათის კომპლექსის მონახულება, რომელიც 7 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. კომპლექსი მოიცავს ჯაყელების რეზიდენციას, ციხესიმაგრეს, უძველესი ქარვასლების ნანგრევებს. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია მუზეუმი, ბერძნული, სომხური და კათოლიკური ეკლესიები. აქვე მდებარეობს მეჩეთიც.
  • ლანჩი 13:00-14:00 საათზე.

  • XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურული ძეგლის, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის - ვარძიის დათვალიერება. ვარძია დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.
  • IX საუკუნით დათარიღებული მწვანე მონასტრის მონახულება ბორჯომში.
  • ბორჯომის ცენტრალურ პარკში გასეირნება.
  • თბილისში დაბრუნება 21:00-22:00 საათზე.

რას მოიცავს

„პრემიუმ“ პაკეტი
  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • ლანჩი
  • ტურისტული ობიექტების დათვალიერების საფასური
„საბაზისო“ პაკეტი
  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება

ფასები

„პრემიუმ“ პაკეტი
  • $400
„საბაზისო“ პაკეტი
  • $250

რუკა