Kakheti region photo of Ujarma Fortress on a tour of Kakheti with Laerton Tours
Photo of the Nekresi church complex on a tour of Kakheti with Laerton Tours
Photo of the Alaverdi Monastery on a tour of Kakheti with Laerton Tours

დაჯავშნეთ ტური

დაჯავშნეთ ტური
ექსტრემალური ტური

დაუვიწყარი სამი დღე კახეთში

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული რეგიონი - კახეთი თავისი ისტორიით, ღირშესანიშნაობებითა და ტრადიციებით არის ცნობილი. ეკლესია-მონასტრების, სასახლეებსა თუ ციხესიმაგრეების სიმრავლით კახეთი ყოველწლიურად უამრავ ტურისტს იზიდავს. კახეთი მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. აქ ვაზის 80-მდე ჯიშია გავრცელებული. კახეთში ექვსი დაცული ტერიტორიაა - ბაწარას, ბაბანეულის, მარიამჯვრისა და ვაშლოვანის ნაკრძალები, თუშეთისა და ლაგოდეხის ეროვნული პარკები. თითოეული მათგანი ბუნების მოყვარულთ დაუვიწყარ სანახაობას და ექსტრემალურ თავგადასავლებს სთავაზობს.

ყველა ლაერტონ ტური

შავი ზღვის ტური

აჭარა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი ქვეყნის ყველაზე თვალწარმტაცი კუთხეა. ვრცლად

ძველი თბილისის ტური

მოცემული ტური სტუმრებს საშუალებას აძლევს საქართველოს მთავარი ქალაქი სხვადასხვა რაკურსით გაიცნონ. ვრცლად

მთის ტური

ეს უჩვეულოდ სულისშემძვრელი და ექსტრემალური ტური საქართველოს ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე დიდი კავკასიონის ქედის სილამაზესა და სიდიადეს გაგაცნობთ. ვრცლად

ღვინის ტური

მეღვინეობა საქართველოში დაახლოებით 8000 წლის წინ, ჯერ კიდევ ნეოლითურ ხანაში იღებს სათავეს. ვრცლად

ექსტრემალური ტური

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული რეგიონი - კახეთი თავისი ისტორიით, ღირშესანიშნაობებითა და ტრადიციებით არის ცნობილი. ვრცლად

კანიონ-ტური

მარტვილის კანიონი - აღმაფრთოვანებელი სილამაზის მქონე უჩვეულო ადგილია დასავლეთ საქართველოში, რომელიც 3 კილომეტრზეა გაშლილი. ვრცლად

ისტორიული ტური

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი გორში, ქართულ ოჯახში დაიბადა. სტალინის ნამდვილი გვარი ჯუღაშვილი გახლდათ. ვრცლად

იუნესკოს ტური

მცხეთა თბილისის მახლობლად მდებარე უძველესი ქალაქია, რომელიც ორი მდინარის - მტკვრისა და არაგვის შესართავთან არის გაშენებული. ვრცლად

კულტურული ტური

ეს ტური მცირე კავკასიის ფერდობზე მდებარე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიულ სიმდიდრეებს ეძღვნება. ვრცლად

სიყვარულის კოშკის ტური

საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სვანეთის რეგიონი მნახველს თავისი სილამაზით, ხელთუქმნელობითა და მისტიკურობით ხიბლავს. ვრცლად

ძველი დედაქალაქის ტური

ბევრ ჩვენგანს ახსოვს ძველი ბერძნული მითები, განსაკუთრებით კი მითი ოქროს საწმისის საძიებლად წასული არგონავტების ლაშქრობისა და სათავგადასავლო ისტორიების შესახებ. ვრცლად

სალი კლდეების ტური

ეს არის მოგზაურობა რომანტიკოსებისა და თავგადასავლების მაძიებლებისთვის. აქ მოხვედრისას მყისვე შეიგრძნობთ მთიელი ხალხის დიდებულებასა და სიბრძნეს. ვრცლად

დაგეგმეთ თქვენი ტური

გაგვანდეთ თქვენი იდეები, სურვილები, და ჩვენ მას რეალობად ვაქცევთ! მიიღეთ მონაწილეობა საკუთარი ტურის დაგეგმვაში. დაგვიკავშირდით

მიმოხილვა

ლოკაცია: კახეთის მხარე
ხანგრძლივობა: 3 დღე
ტიპი: ჯგუფური ან ინდივიდუალური ტური
ფასი: $100-დან
როდის: მოქნილი გრაფიკი

გზამკვლევი

1 დღე
  • თბილისიდან კახეთის მიმართულებით გამგზავრება 8:00 საათზე.

  • III-IV საუკუნით დათარიღებული უჯარმის ციხის მონახულება. თავდაპირველი ციხე და საფორტიფიკაციო ნაგებობა აგებულია ჯერ კიდევ III საუკუნეში. IV-VIII საუკუნემდე უჯარმის ციხე კახეთის აუღებელ და ყველაზე დაცულ ციხე-სიმაგრედ მიიჩნეოდა.
  • V-VII საუკუნის ძველი და XVI საუკუნის ახალი შუამთის სამონასტრო კომპლექსის დათვალიერება.
  • VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის - იყალთოს სამონასტრო კომპლექსის მონახულება.
  • ღვინის დეგუსტაცია და ლანჩი სასტუმრო კომპლექსს ,,შატო მერე“-ში.

  • ქალაქ თელავის დათვალიერება (ჩოლოყაშვილის ქუჩა, 900 წლოვანი ჭადრის ხე, ერეკლე II მუზეუმი).
  • 21:00 საათზე სასტუმროში დაბინავება თელავში.

2 დღე
  • სასტუმროდან გასვლა 9:00 საათზე.

  • XI საუკუნით დათარიღებული ალავერდის საკათედრო ტაძარის დათვალიერება.
  • კახეთის სატახტო სამეფო ქალაქის - გრემის და მთავარანგელოზთა ეკლესიის მონახულება.
  • ნეკრესის VI საუკუნის სამონასტრო კომპლექსის დათვალიერება. პიკნიკი ნეკრესის ბუნებაში.
  • დასვენება ცურვა ილიას ტბაზე. შესაძლებელია წყლის და ჩვეულებრივი ველოსიპედებით გასეირნება.
  • სასტუმროში დაბრუნება 21:00 საათზე.

3 დღე
  • სასტუმროდან გასვლა 8:00 საათზე.

  • ლაგოდეხის ეროვნულ ნაკრძალში მაჭის ციხის მონახულება. როჭოს ჩანჩქერის დათვალიერება (ფეხით სასიარულო მანძილი 8 კილომეტრი. სურვილისამებრ, შესაძლებელია, ცხენების დაქირავება). ლანჩი ბუნებაში.
  • თბილისში დაბრუნება 21:00 საათზე.

რას მოიცავს

„პრემიუმ“ პაკეტი
  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • სასტუმროში განთავსება
  • ლანჩი
  • ტურისტული ობიექტების დათვალიერების საფასური
  • ღვინოების დეგუსტაცია
„საბაზისო“ პაკეტი
  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება

ფასები

„პრემიუმ“ პაკეტი
  • 3 დღე, 5-6 ადამიანზე - $450
  • 1 დღე, 3-4 ადამიანზე - $300
  • 1 დღე, 1-2 ადამიანზე - $250
„საბაზისო“ პაკეტი
  • 3 დღე, 5-6 ადამიანზე - $220
  • 1 დღე, 3-4 ადამიანზე - $175
  • 1 დღე, 1-2 ადამიანზე - $100

რუკა