Laerton Tours sightseeing travel agency photo of Svetitskhoveli Cathedral, in the country of Georgia
Laerton Tours sightseeing travel agency photo of the confluence of the Mtkvari and Aragvi rivers, near Mtskheta, in the country of Georgia
Laerton Tours sightseeing travel agency photo of the Jvari Monastery, on the outskirts of Mtskheta, in the country of Georgia

დაჯავშნეთ ტური

დაჯავშნეთ ტური
იუნესკოს ტური

მოგზაურობა ისტორიულ მცხეთაში

მცხეთა თბილისის მახლობლად მდებარე უძველესი ქალაქია, რომელიც ორი მდინარის - მტკვრისა და არაგვის შესართავთან არის გაშენებული. მცხეთა საქართველოს უმნიშვნელოვანესი ქალაქია. ლეგენდის თანახმად, აქ მეფე მირიანის მმართველობის დროს, 334 წელს, ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. მცხეთა დღემდე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ცენტრად რჩება. გარდა ამისა, ქალაქი-მუზეუმი მცხეთა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შედის. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარის დიდებულება შთამაგონებელია. სვეტიცხოველი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. ტაძარში დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი. სვეტიცხოველში დაედგათ გვირგვინები ქართველ მეფეებს. დღემდე აქ ტარდება საქართველოს კათოლიკოსთა ინტრონიზაციის ცერემონია.

ყველა ლაერტონ ტური

შავი ზღვის ტური

აჭარა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი ქვეყნის ყველაზე თვალწარმტაცი კუთხეა. ვრცლად

ძველი თბილისის ტური

მოცემული ტური სტუმრებს საშუალებას აძლევს საქართველოს მთავარი ქალაქი სხვადასხვა რაკურსით გაიცნონ. ვრცლად

მთის ტური

ეს უჩვეულოდ სულისშემძვრელი და ექსტრემალური ტური საქართველოს ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე დიდი კავკასიონის ქედის სილამაზესა და სიდიადეს გაგაცნობთ. ვრცლად

ღვინის ტური

მეღვინეობა საქართველოში დაახლოებით 8000 წლის წინ, ჯერ კიდევ ნეოლითურ ხანაში იღებს სათავეს. ვრცლად

ექსტრემალური ტური

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული რეგიონი - კახეთი თავისი ისტორიით, ღირშესანიშნაობებითა და ტრადიციებით არის ცნობილი. ვრცლად

კანიონ-ტური

მარტვილის კანიონი - აღმაფრთოვანებელი სილამაზის მქონე უჩვეულო ადგილია დასავლეთ საქართველოში, რომელიც 3 კილომეტრზეა გაშლილი. ვრცლად

ისტორიული ტური

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი გორში, ქართულ ოჯახში დაიბადა. სტალინის ნამდვილი გვარი ჯუღაშვილი გახლდათ. ვრცლად

იუნესკოს ტური

მცხეთა თბილისის მახლობლად მდებარე უძველესი ქალაქია, რომელიც ორი მდინარის - მტკვრისა და არაგვის შესართავთან არის გაშენებული. ვრცლად

კულტურული ტური

ეს ტური მცირე კავკასიის ფერდობზე მდებარე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიულ სიმდიდრეებს ეძღვნება. ვრცლად

სიყვარულის კოშკის ტური

საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სვანეთის რეგიონი მნახველს თავისი სილამაზით, ხელთუქმნელობითა და მისტიკურობით ხიბლავს. ვრცლად

ძველი დედაქალაქის ტური

ბევრ ჩვენგანს ახსოვს ძველი ბერძნული მითები, განსაკუთრებით კი მითი ოქროს საწმისის საძიებლად წასული არგონავტების ლაშქრობისა და სათავგადასავლო ისტორიების შესახებ. ვრცლად

სალი კლდეების ტური

ეს არის მოგზაურობა რომანტიკოსებისა და თავგადასავლების მაძიებლებისთვის. აქ მოხვედრისას მყისვე შეიგრძნობთ მთიელი ხალხის დიდებულებასა და სიბრძნეს. ვრცლად

დაგეგმეთ თქვენი ტური

გაგვანდეთ თქვენი იდეები, სურვილები, და ჩვენ მას რეალობად ვაქცევთ! მიიღეთ მონაწილეობა საკუთარი ტურის დაგეგმვაში. დაგვიკავშირდით

მიმოხილვა

ლოკაცია: მცხეთა
ხანგრძლივობა: 1 დღე
ტიპი: ჯგუფური ან ინდივიდუალური ტური
ფასი: $80-დან
როდის: მოქნილი გრაფიკი

გზამკვლევი

1 დღე
  • სასტუმროდან გასვლა 10:00 საათზე.

  • ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეული - ჯვრის მონასტრის (IX საუკუნე) მონახულება სამეფო საქართველოს ძველ დედაქალაქ მცხეთაში. ჯვრის მონასტერი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვირეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.
  • XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის - სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მონახულება. სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. ისევე როგორც ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოველიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვირეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.
  • ლანჩი 14:00 საათზე.

  • სამთავროს დედათა მონასტრის (XI საუკუნე) დათვალიერება და ტაძარში დაბრძანებული წმინდანების წმინდა ნაწილების მოლოცვა.
  • ჩვ.წ.აღ-მდე IV-III საუკუნეებით დათარიღებული არმაზციხის მონახულება. არმაზციხეში აღმოჩენილია გალავნის ნანგრევები, კოშკები, ბურჯები, სამეფო რეზიდენციის ნაგებობანი (სვეტებიანი დარბაზი, აბანო, ღია და დახურული წყალსადენი), სამეფო აკლდამის, მავზოლეუმის ნანგრევები, დიდი რაოდენობით ოქრო-ვერცხლის ნივთები.
  • თბილისში დაბრუნება 20:00 საათზე.

რას მოიცავს

„პრემიუმ“ პაკეტი
  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • ლანჩი
  • ტურისტული ობიექტების დათვალიერების საფასური
„საბაზისო“ პაკეტი
  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება

ფასები

„პრემიუმ“ პაკეტი
  • $220
„საბაზისო“ პაკეტი
  • $80

რუკა