Photo of the Black Sea shoreline near Batumi on a tour with Laerton Tours
Tour photo of Petra on the Black Sea coast, travel in the country of Georgia with Laerton Tours
Batumi at night, a popular tourist area on the Black Sea tour with Laerton Tours

დაჯავშნეთ ტური

დაჯავშნეთ ტური
შავი ზღვის ტური

დაუვიწყარი სამი დღე აჭარაში

აჭარა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი ქვეყნის ყველაზე თვალწარმტაცი კუთხეა. მოცემული რეგიონის ჰავა, როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის პერიოდში, ზომიერი ტემპერატურით გამოირჩევა. აქ ჩვენს თვალწინ იშლება შავი ზღვის სანაპიროს თვალწარმტაცი პანორამა. ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ფლორის განსაკუთრებული ნაირსახეობით მნახველი აღტაცებაში მოჰყავს. ფერადოვან ყვავილში გახვეული ბაღი უიშვიათესი ეგზოტიკური მცენარეებით ედემის წალკოტს მოგაგონებთ.

ყველა ლაერტონ ტური

შავი ზღვის ტური

აჭარა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი ქვეყნის ყველაზე თვალწარმტაცი კუთხეა. ვრცლად

ძველი თბილისის ტური

მოცემული ტური სტუმრებს საშუალებას აძლევს საქართველოს მთავარი ქალაქი სხვადასხვა რაკურსით გაიცნონ. ვრცლად

მთის ტური

ეს უჩვეულოდ სულისშემძვრელი და ექსტრემალური ტური საქართველოს ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე დიდი კავკასიონის ქედის სილამაზესა და სიდიადეს გაგაცნობთ. ვრცლად

ღვინის ტური

მეღვინეობა საქართველოში დაახლოებით 8000 წლის წინ, ჯერ კიდევ ნეოლითურ ხანაში იღებს სათავეს. ვრცლად

ექსტრემალური ტური

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული რეგიონი - კახეთი თავისი ისტორიით, ღირშესანიშნაობებითა და ტრადიციებით არის ცნობილი. ვრცლად

კანიონ-ტური

მარტვილის კანიონი - აღმაფრთოვანებელი სილამაზის მქონე უჩვეულო ადგილია დასავლეთ საქართველოში, რომელიც 3 კილომეტრზეა გაშლილი. ვრცლად

ისტორიული ტური

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი გორში, ქართულ ოჯახში დაიბადა. სტალინის ნამდვილი გვარი ჯუღაშვილი გახლდათ. ვრცლად

იუნესკოს ტური

მცხეთა თბილისის მახლობლად მდებარე უძველესი ქალაქია, რომელიც ორი მდინარის - მტკვრისა და არაგვის შესართავთან არის გაშენებული. ვრცლად

კულტურული ტური

ეს ტური მცირე კავკასიის ფერდობზე მდებარე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიულ სიმდიდრეებს ეძღვნება. ვრცლად

სიყვარულის კოშკის ტური

საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სვანეთის რეგიონი მნახველს თავისი სილამაზით, ხელთუქმნელობითა და მისტიკურობით ხიბლავს. ვრცლად

ძველი დედაქალაქის ტური

ბევრ ჩვენგანს ახსოვს ძველი ბერძნული მითები, განსაკუთრებით კი მითი ოქროს საწმისის საძიებლად წასული არგონავტების ლაშქრობისა და სათავგადასავლო ისტორიების შესახებ. ვრცლად

სალი კლდეების ტური

ეს არის მოგზაურობა რომანტიკოსებისა და თავგადასავლების მაძიებლებისთვის. აქ მოხვედრისას მყისვე შეიგრძნობთ მთიელი ხალხის დიდებულებასა და სიბრძნეს. ვრცლად

დაგეგმეთ თქვენი ტური

გაგვანდეთ თქვენი იდეები, სურვილები, და ჩვენ მას რეალობად ვაქცევთ! მიიღეთ მონაწილეობა საკუთარი ტურის დაგეგმვაში. დაგვიკავშირდით

მიმოხილვა

ლოკაცია: ბათუმი
ხანგრძლივობა: 3 დღე
ტიპი: ჯგუფური ან ინდივიდუალური ტური
ფასი: $200-დან
როდის: მოქნილი გრაფიკი

გზამკვლევი

1 დღე
  • თბილისიდან აჭარის მიმართულებით გამგზავრება 7:00 საათზე.

  • ლანჩი რიკოთის უღელტეხილზე.
  • იმპერატორ იუსტინიანე I-ის ბრძანებით 535 წელს აგებული ლაზური ციხე-სიმაგრის - პეტრას მონახულება.
  • შავ ზღვასა და აჭარის მთათა სისტემას შორის მდებარე მტირალას ეროვნული პარკის დათვალიერება.
  • 21:00 საათზე სასტუმროში დაბინავება ბათუმში.

2 დღე
  • სასტუმროდან გასვლა 9:00 საათზე.

  • ჩაქვისწყლის შესართავსა და მწვანე კონცხს შორის მდებარე ბოტანიკური ბაღის მონახულება ჩაქვში, რომელიც 111 ჰა ფართობზე არის გაშენებული. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე შესაძლებელია პიკნიკის ან ლანჩის ორგანიზება 13:00-14:00 საათზე.
  • სურვილისამებრ, ზღვაში ბანაობა.
  • საღამოს ღამის ბათუმის დათვალიერება და სასტუმროში დაბრუნება 21:00 საათზე.

3 დღე
  • სასტუმროდან გასვლა 9:00 საათზე.

  • ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მონახულება.
  • ბათუმის აკვარიუმის დათვალიერება.
  • ლანჩი 13:00-14:00 საათზე.

  • სურვილისამებრ, შესაძლებელია, დელფინარიუმში დელფინების შოუზე დასწრება.
  • ჭოროხის შესართავთან მდებარე ახ.წ.აღ-ის I საუკუნეში რომაელების მიერ აგებული ისტორიული გონიოს ციხე-სიმაგრის მონახულება.
  • თბილისში დაბრუნება 21:00 საათზე.

რას მოიცავს

„პრემიუმ“ პაკეტი
  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • სასტუმროში განთავსება
  • ლანჩი
  • ყველა ტურისტული ობიექტების დათვალიერების საფასური, დელფინარიუმის ჩათვლით
„საბაზისო“ პაკეტი
  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება

ფასები

„პრემიუმ“ პაკეტი
  • 3 დღე, 5-6 ადამიანზე - $600
  • 1 დღე, 3-4 ადამიანზე - $450
  • 1 დღე, 1-2 ადამიანზე - $350
„საბაზისო“ პაკეტი
  • 3 დღე, 5-6 ადამიანზე - $370
  • 1 დღე, 3-4 ადამიანზე - $290
  • 1 დღე, 1-2 ადამიანზე - $200

რუკა