Georgia travel tours hotel room photo associated with Laerton Tours
Breakfast hotel veranda when staying at a hotel with Laerton Tours
Conference room hotel photo connected with Laerton Tours
Wedding celebration photo with Laerton Tours parent hotel group

ოთახები

რესტორნები

რესტორნები

„ლაერტონ თბილისში“ ორი რესტორანია - „ელიონი ვერანდა“ და „ლობი ბარი“. სასტუმროს ბოლო სართულზე განთავსებული „ელიონი ვერანდა“ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია დილით მაცოცხლებელი ფინჯანი ყავისა თუ არომატული ჩაის მისართმევად. თქვენ შეგიძლიათ მყუდროდ მოკალათდეთ მზის პირველი სხივებით განათებულ შიდა დარბაზში ან პერგოლას სტილის ვერანდაზე და დატკბეთ ძველი თბილისის თვალუწვდენელი პეიზაჟებით. ვრცლად

„ელიონი ვერანდის“ თავზე, ღია ცის ქვეშ მდებარე უზარმაზარ ტერასაზე კი თქვენშეძლებთ განმარტოვდეთ სუფთა ჰაერზე, შეარჩიოთ ქალაქის თქვენთვის ყველაზე ლამაზი და საინტერესო ხედი და დააგემოვნოთ ჩვენი კერძებისა თუ სასმელების მრავალფეროვანი ქართული თუ ევროპული მენიუ. „ელიონი ვერანდა“ საუკეთესო ადგილია როგორც სასაუზმოდ, სასადილოდ და სავახშმოდ, ასევე საქმიანი ლანჩისა თუ პირადი შეხვედრებისათვის.

ელეგანტური და დახვეწილი „ლობი ბარი“ სასტუმროს უზარმაზარ ვიტრინებიან ლობიში მდებარეობს. სავარძლებითა და რბილი დივნებით გარშემორტყმული პატარა მრგვალი მაგიდები ერთნაირად კომფორტული და მოსახერხებელია როგორც საქმიანი, ასევე მეგობრული თუ პირადი შეხვედრებისათვის. „ლობი ბარში“ თქვენ გელოდებათ გულთბილი მიღება, ელიტური ჩაისა და გამამხნევებელი ყავის მდიდრული არჩევანი, ალკოჰოლური სასმელების ფართო ასორტიმენტი და გამაგრილებელი კოქტეილები. ბარის მენიუში ასევე შედის მრავალფეროვანი საუზმეული, სრულფასოვანი ქართული თუ ევროპული კერძები და დახვეწილი დესერტი.


ღონისძიებები

ღონისძიებები

სემინარები, კონფერენციები, ტრენინგები, კორპორატიული შეკრებები, საიუბილეო საღამოები, წვეულებები, მაღალი დონის რაუტები, ბანკეტები – სასტუმრო „ლაერტონ თბილისში“ ნებისმიერი ფორმატის ღონისძიების ორგანიზებაა შესაძლებელი. ვრცლად



მზის სხივებით გაჯერებული ულამაზესი საკონფერენციო დარბაზის „აკაცია ჰოლის“ უზარმაზარი ფანჯრებიდან და ტერასებიდან ძველი თბილისის შესანიშნავი ხედები იშლება, ხოლო გაზაფხულზე დამათრობელი სურნელის მქონე აკაციები მოგაჯადოვებთ. ასეთ გარემოში მუშაობა, უდავოდ, ნაყოფიერი და სასიამოვნოდ დასამახსოვრებელი იქნება ღონისძიების ნებისმიერი მონაწილისათვის. „აკაცია ჰოლი“ აღჭურვილია უახლესი აუდიო-ვიზუალური მოწყობილობებით, უფასო მაღალსიჩქარიანი უსადენო ინტერნეტით, კონდიცირების სისტემებით, სინქრონული თარგმნის ოთახით, ეკრანით, ვიდეოპროექტორით, უსადენო მიკროფონებით და ა.შ. დარბაზი გათვლილია 150 პერსონაზე.

„ლაერტონ ვენიუ ჰოლი“ 150 პერსონაზე არის გათვლილი. შეგვიძლია სტუმრებს დარბაზის სხვადასხვაგვარი წყობა შევთავაზოთ. დარბაზს ემიჯნება უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულო, სადაც საერთაშორისო გამოცდილების მქონე შეფი და მზარეულები საქმიანობენ, რათა თქვენს წვეულებას დაუვიწყარი გემო შესძინონ ტრადიციული ქართული საბანკეტო მენიუს მეშვეობით. ასევე, შესაძლებელია გალა სადილების, ვახშმების, თუ ალაფურშეტების მოწყობა, ევროპული კერძებისაგან შემდგარი მენიუს გამოყენებით.


ქორწილები

ქორწილები

ქორწილი გრანდიოზული მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში! მოგვანდეთ ამ ყველაზე მნიშვნელოვანი დღის ორგანიზებაზე ზრუნვა, გადაიხადეთ თქვენი ოცნების ქორწილი სასტუმრო „ლაერტონ თბილისში“ და ის, მართლაც, დაუვიწყარი გახდება! ვრცლად



საზეიმო წვეულებისთვის თქვენ განკარგულებაშია ძველი თბილისის ულამაზესი ხედებით გარშემორტყმული „ელიონი ვერანდა“ ღია ცის ქვეშ და ელეგანტური, დახვეწილი და უახლესი აპარატურით აღჭურვილი „ლაერტონ ვენიუ ჰოლი“.

„ელიონი ვერანდა“ იდეალური ადგილია, რათა ყველაზე რომანტიკულად, ღია ცის ქვეშ გამართოთ ხელმოწერის ცერემონიალი, გადაიღოთ დაუვიწყარი ფოტოები საქორწილო ალბომისათვის თბილისის ხედების ფონზე და შამპანურით გაუმასპინძლდეთ სტუმრებს ძირითადი წვეულების დაწყებამდე. სადღესასწაულოდ მორთული „ლაერტონ ვენიუ ჰოლი“ კი უგემრიელესი კერძებით გიმასპინძლებთ და თქვენთვის სასურველ მუსიკალურ თუ გასართობ პროგრამას შემოგთავაზებთ.

ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა თქვენს სურვილს და საკუთარ თავზე ვიღებთ რთულ საორგანიზაციო სამუშაოს, რათა თქვენ სრულად დასტკბეთ თქვენი დღესასწაულით და ბედნიერებით ბრწყინავდეთ!