SemoiareT saqarTvelo CvenTan erTad
ჩვენი ტურები

ყველაზე გასაოცარი და გამორჩეული ადგილების მონახულების გარდა,
ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა ისტორიულ, კულტურულ, კულინარულ, ღვინის, საჯომარდო თუ საფეხმავლო ტურს მთელს საქართველოში.
გარდა ამისა, ჩვენი დახმარებით შეგიძლიათ თავად დაგეგმოთ თქვენი ყველასაგან განსხვავებული ტური.

Laerton Tours photo of tours to the black sea region in the country of Georgia

შავი ზღვის ტური

დაუვიწყარი სამი დღე აჭარაში

View more
Photo of Old Tbilisi for Laerton Tours sightseeing Tbilisi tours

ძველი თბილისის ტური

გასეირნება თბილისში

View more
Wine tours of the Kakheti region photo by the sightseeing Laerton Tours agency

ღვინის ტური

კახეთი - ბოდბე, სიღნაღი, წინანდალი

View more
Three days tour photo for Laerton Tours tour to Kakheti

ექსტრემალური ტური

დაუვიწყარი სამი დღე კახეთში

View more
Tour photo of the Martvili Canyons in the country of Georgia, with Laerton Tours

კანიონ-ტური

მოგზაურობა სამეგრელოში - მარტვილი

View more
Joseph Stalin tour to the Gori region in the country of Georgia, with Laerton Tours

ისტორიული ტური

გორი, ატენის სიონი, უფლისციხე

View more
UNESCO tour photo of the tour to Mtskheta, near Tbilisi, and travel around the area with Laerton Tours

იუნესკოს ტური

მოგზაურობა ისტორიულ მცხეთაში

View more
Tour photo of Rabati castle and travelling to the Vardzia Cave Cathedral with Laerton Tours in the country of Georgia

კულტურული ტური

რაბათი, ვარძია, ბორჯომი

View more
The Love Towers photo in Svaneti, with the sightseeing tours agency, Laerton Tours

სიყვარულის კოშკის ტური

დაუვიწყარი სამე დღე სვანეთში

View more
Travel to Kutaisi with Laerton Tours, a tour to the area assoctaied with the Golden Fleece from Greek mythology

ძველი დედაქალაქის ტური

მოგზაურობა ქუთაისში

View more
Photo of Ananuri Castle in the Kazbegi region in the country of Georgia, travelling with Laerton Tours

მთის ტური

ანანური, ყაზბეგი, გერგეთი

View more
Photo of Shatili, on the Towering Rock Spires tour, with Laerton Tours

სალი კლდეების ტური

დაუვიწყარი მოგზაურობა ფშავ-ხევსურეთში

View more
საქართველოს შესახებ

ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე ეს ულამაზესი ქვეყანა გამოირჩევა თავისი უძველესი ისტორიითა და კულტურული
მემკვიდრეობით, განუმეორებელი ბუნებით, უგემრიელესი სამზარეულოთი და განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით.

კულტურა

საქართველო უძველესი და უმდიდრესი თვითმყოფადი კულტურის მქონე ქვეყანაა, და ეს კულტურა ათასწლეულებს ითვლის. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი - ქართულია. ქართული მონუმენტური არქიტექტურა, მუსიკა, მდიდარი სასულიერო და საერო ლიტერატურა, გულში ჩამწვდომი ცეკვები, ხელოვნება თუ მხატვრული რეწვის ნიმუშები, თავად სტუმართმოყვარე და პურადი ქართველი ერიც კი - ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.



ქართველი ხალხის ეროვნული თვითმყოფადობა სრულად არის გამოხატული მრავალხმიან საგუნდო სიმღერაში. პოლიფონიური ქართული საგალობელი და ფოლკლორული შედევრები ჩვენი წელთაღრიცხვის V საუკუნიდან იღებს დასაწყისს. 1977 წელს ქართული ხალხური სიმღერა „ჩაკრულო“ (რაც „ფიცით შეკრულებს“, „ერთსულოვანთ“ ნიშნავს) კოსმოსური ზონდით „ვოიაჯერ-1“ დედამიწიდან კოსმოსში გაიგზავნა, როგორც კაცობრიობის გზავნილი სხვა ცივილიზაციებისთვის. „ჩაკრულო“ გახდა ერთ-ერთი იმ 27 კომპოზიციიდან, რომელიც დიდი რუდუნებით შეირჩა, როგორც ადამიანის მუსიკალური ტალანტის გამოხატულება. 2001 წელს იუნესკომ ქართული პოლიფონია ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად აღიარა.

ვრცლად

ხელოვნება

ქართული კულტურისა და ხელოვნების ისტორიის ფესვები შორეულ წარსულში მიდის. ქართული ხელოვნება სხვადასხვა კულტურების ზეგავლენით ჩამოყალიბდა. მასში თავმოყრილია ელინისტური, რომაული, სპარსული თუ ირანული ტრადიციები. თუმცა, მიუხედავად ამისა, ქართველებმა შეძლეს თავისი თვითმყოფადობის შენარჩუნება.



ქართველი ოსტატები ყოველთვის ცნობილი იყვნენ ქვის წყობის ხელოვნებით. საქართველოს ტაძრები მნახველს თავისი სილამაზით განაცვიფრებენ. მათი სილუეტები გამოირჩევა განსაკუთრებული მონოლითურობით, ეროვნული დეკორით, რელიეფით, სხვადასხვა, მათ შორის, ფერადი ქვისგან დამზადებული დეტალებით. ქართული არქიტექტურისა და კულტურის დიდებული ძეგლი - ბაგრატის ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეებში, საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის მმართველობის დროს (975-1014 წწ.), რომელიც თავადთა დიდებული გვარის - ბაგრატიონის ფუძემდებელი გახლდათ. თავისი ზომებითა და პროპორციებით გამორჩეული დიდებული ტაძარი პრინციპიალურად ახალ სიტყვად იქცა ამიერკავკასიის ხუროთმოძღვრების ისტორიაში. დღეისათვის ტაძარი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. 2012 წელს ბაგრატის ტაძარს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და იგი კვლავ ერთიანი საქართველოს სიმბოლოს წარმოადგენს.

ვრცლად

ღირშესანიშნაობები

საქართველო - ეს ის კურთხეული მიწაა, სადაც თითოეული კენჭი მზით, ღვინითა და სტუმართმოყვარეობითაა გაჯერებული. თუნდაც ნახევარი მსოფლიო უკვე შემოვლილი გქონდეთ, საქართველო მაინც გაგაოცებთ თავისი თვითმყოფადი კულტურით, ღირშესანიშნაობებით, უძველესი და უნიკალური ტრადიციებით.

იუნესკოს კულტურული მემვიდრეობის ძეგლებიდან, ხუთი (სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი, ბაგრატი, გელათი, უშგული) საქართველოში მდებარეობს.

თბილისი შესანიშნავი ათვლის წერტილია საქართველოში მოგზაურობის დასაწყებად. ძველი თბილისი გიზიდავს თავისი ვიწრო ქუჩებითა და XIII-XIX საუკუნის სახლებით. აქვე მდებარეობს ნარიყალას ციხესიმაგრე, მეტეხისა და ანჩისხატის უძველესი ეკლესიები, სიონისა და სამების გრანდიოზული საკათედრო ტაძრები. თავის მხრივ, ახალი თბილისი მნახველს აოცებს სხვადასხვა სამინისტროების, სავაჭრო ცენტრებისა თუ სასტუმროების ულტრათანამედროვე შენობებით, რიყის პარკის არაჩვეულებრივი ნაგებობებით და ფუტურისტული „მშვიდობის ხიდით“.

ვრცლად

სამზარეულო

ქართული ღვინო და სამზარეულო - ქვეყნის თითქმის ყველაზე მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ქართული ღვინის ისტორია ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები საქართველოში ღვინის კულტურის დაახლოებით 8000 წლის წინ არსებობაზე მიუთითებს, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს.

მსოფლიოში არსებული 2000 ყურძნის ჯიშიდან, 500 ქართული წარმოშობისაა. მსოფლიოში ცნობილი ქართული ღვინოებია: ხვანჭკარა, რქაწითელი, წინანდალი, საფერავი, ნაფარეული, ქინძმარაული, მუკუზანი, ახაშენი, ოჯალეში, ცოლიკაური და სხვა.

ორიგინალური და უძველესი ქართული სამზარეულო გაჯერებულია ამიერკავკასიის, აზიისა თუ ზღვისპირეთის ხალხების საუკეთესო კულინარიული ტრადიციებით. ქართველები შეეცადნენ, რომ მათი სამზარეულო არა მხოლოდ ჯადოსნურად გემრიელი, არამედ გამოხატულად ორიგინალური, დახვეწილი, თვითმყოფადი და დაუვიწყარი ყოფილიყო. კერძების შექმნის ქართული იდეოლოგია სანელებლებისა და ცხარის კონტრასტს ეყრდნობა. ერთმანეთისაგან განსხვავდება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ტრადიციული სამზარეულოები. თავისი განსაკუთრებული ღირსებებით ცნობილია მეგრული, კახური და იმერული სამზარეულოები.

ვრცლად

გართობა

იმოგზაურეთ საქართველოში და თქვენ აღმოაჩენთ მხოლოდ ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელ დღესასწაულებს. ნებისმიერ ქართულ ტრადიციულ ღონისძიებასა თუ დღესასწაულზე დასწრებისას თქვენ გასაოცარ ორომტრიალში აღმოჩნდებით და ამ მოგზაურობას მრავალი წლის მანძილზე დაიმახსოვრებთ.

თბილისი და ბათუმი უკვე საყოველთაოდაა ცნობილი არამხოლოდ იმით, რომ აქ გემრიელად დანაყრება თუ მრავალი ღირსშესანიშნავი ადგილის მონახულება შეიძლება, არამედ იმითაც, რომ აქ ნებისმიერი გემოვნების ადამიანი შესანიშნავად გაატარებს დროს სხვადასხვა პაბში, ბარებსა თუ ხმაურიან კლუბებში.

თბილისში ყველაფერია ტურისტების მოსაზიდად: კაფეები, ბარები, მაღალი დონის მრავალრიცხოვანი სასტუმროები, უნიკალური ადგილები, ღირშესანიშნაობები, სუვენირები, ძველი თბილისური ეზოები გასაშრობად გამოფენილი თეთრეულით თუ ბურთის დევნაში მხიარულად მორბენალი ბავშვებით. აქ დაუსრულებლად შეიძლება სეირნობა: დღე, ორი დღე, სამი, ერთი კვირა... გურმანებმა და გართობის მოყვარულებმა აუცილებლად უნდა მოინახულონ შარდენის საფეხმავლო ქუჩა ქალაქ თბილისის ძველ უბანში. ქუჩაზე ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩამწკრივებულან მაღაზიები, კაფე-ბარები, ქართული, ევროპული თუ აზიური რესტორნები, საგამოფენო გალერეები თუ სამხატვრო სახელოსნოები, რაც ქუჩას მეტად საინტერესოს და მიმზიდველს, ხოლო ფეხით სეირნობას უფრო სასიამოვნოს ხდის.

ვრცლად
ჩვენი სასტუმრო

"ლაერტონ ტურსი" თბილისის ყველაზე პოპულარული ხუთი სასტუმროდან ერთ-ერთის (Booking.com) - "ლაერტონ თბილისის" შვილობილი კომპანიაა.
მაღალი კლასის ბუტიკ-სასტუმრო „ლაერტონ თბილისის“ კეთილმოწყობილი ნომრები, თვალწარმტაცი ხედები,
საერთაშორისო დონის სერვისი და ქართული სტუმართმოყვარეობა თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარ მოგონებად აქცევს.

Laerton Tours sightseeing travel agency hotel breakfast and cafe area
Laerton Tours sightseeing travel agency hotel room
Laerton Tours sightseeing travel agency hotel restaurant food
Laerton Tours sightseeing travel agency hotel conference room
Laerton Tours sightseeing travel agency hotel wedding celebration

ოთახები

სასტუმრო „ლაერტონ თბილისის“ თითქმის ყველა ოთახის უნიკალურობას უდავოდ განსაზღვრავს ძველი თბილისის უძველესი უბნებისა თუ ქალაქის მთაგორიანი რელიეფის პანორამული ხედები. ყველა ოთახი პასტელის ფერებშია გადაწყვეტილი და სტუმრებს სიმყუდროვის არაჩვეულებრივ განცდას უქმნის. ვრცლად

რესტორნები

სასტუმროს ბოლო სართულზე განთავსებული „ელიონი ვერანდა“ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია დილით მაცოცხლებელი ფინჯანი ყავისა თუ არომატული ჩაის მისართმევად. თქვენ შეგიძლიათ მყუდროდ მოკალათდეთ მზის პირველი სხივებით განათებულ შიდა დარბაზში ან პერგოლას სტილის ვერანდაზე და დატკბეთ ძველი თბილისის თვალუწვდენელი პეიზაჟებით. ვრცლად

ღონისძიებები

სემინარები, კონფერენციები, ტრენინგები, კორპორატიული შეკრებები, საიუბილეო საღამოები, წვეულებები, მაღალი დონის რაუტები, ბანკეტები – სასტუმრო „ლაერტონ თბილისში“ ნებისმიერი ფორმატის ღონისძიების ორგანიზებაა შესაძლებელი. ვრცლად

ქორწილები

ქორწილი გრანდიოზული მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში! მოგვანდეთ ამ ყველაზე მნიშვნელოვანი დღის ორგანიზებაზე ზრუნვა, გადაიხადეთ თქვენი ოცნების ქორწილი სასტუმრო „ლაერტონ თბილისში“ და ის, მართლაც, დაუვიწყარი გახდება! ვრცლად

კონტაქტი

საქართველო, ქ. თბილისი 0103,

გიორგი ნიორაძის ქუჩა №4.

ტელ: (+995 322) 55 66 55

ელ-ფოსტა: