Photo of a Fresco from a tour with Laerton Tours and an explanation of the culture, in the country of Georgia
Laerton Tours information about Georgian art, dance and Tbilisi based sightseeing tours in the country of Georgia
Tourist information and guide about sights and sightseeing in Tbilisi and the country of Georgia
Tourist guide information about Georgian food, by Laerton Tours, with a photo showing a typical selection of food in the country of Georgia
Tourist guide information about entertainment in the country of Georgia showing Batumi at night

კულტურა

ხელოვნება

ხელოვნება

ქართული კულტურისა და ხელოვნების ისტორიის ფესვები შორეულ წარსულში მიდის. ქართული ხელოვნება სხვადასხვა კულტურების ზეგავლენით ჩამოყალიბდა. მასში თავმოყრილია ელინისტური, რომაული, სპარსული თუ ირანული ტრადიციები. თუმცა, მიუხედავად ამისა, ქართველებმა შეძლეს თავისი თვითმყოფადობის შენარჩუნება. ვრცლად



ქართველი ოსტატები ყოველთვის ცნობილი იყვნენ ქვის წყობის ხელოვნებით. საქართველოს ტაძრები მნახველს თავისი სილამაზით განაცვიფრებენ. მათი სილუეტები გამოირჩევა განსაკუთრებული მონოლითურობით, ეროვნული დეკორით, რელიეფით, სხვადასხვა, მათ შორის, ფერადი ქვისგან დამზადებული დეტალებით. ქართული არქიტექტურისა და კულტურის დიდებული ძეგლი - ბაგრატის ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეებში, საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის მმართველობის დროს (975-1014 წწ.), რომელიც თავადთა დიდებული გვარის - ბაგრატიონის ფუძემდებელი გახლდათ. თავისი ზომებითა და პროპორციებით გამორჩეული დიდებული ტაძარი პრინციპიალურად ახალ სიტყვად იქცა ამიერკავკასიის ხუროთმოძღვრების ისტორიაში. დღეისათვის ტაძარი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. 2012 წელს ბაგრატის ტაძარს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და იგი კვლავ ერთიანი საქართველოს სიმბოლოს წარმოადგენს.

საქართველოს ხელოვნებაზე საუბრისას, ნებისმიერ ჩვენგანს პირველ რიგში გვახსენდება ნიკო ფიროსმანი - ნიჭიერი, თვითნასწავლი მხატვარი, რომელიც მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. მისი ბედი არ იყო მარტივი, იგი სიღატაკეში ცხოვრობდა, სიცოცხლის უკანასკნელი დღეები კი ეულად გაატარა და ღარიბთა საერთო სასაფლაოზე იქნა დაკრძალული. ყველასათვის ცნობილია ლეგენდა, რომელიც ფიროსმანისა და ფრანგი მსახიობის - მარგარიტა დე სევრის სიყვარულს უკავშირდება. ლეგენდის თანახმად ნიკომ მთელი თავისი ქონება გაყიდა და აღებული თანხით მილიონი ალისფერი ვარდი შეიძინა საყვარელი ქალის გულის მოსანადირებლად. თუმცა, მარგარიტამ ფიროსმანს სიყვარულითვე არ უპასუხა.

ქართული კინო გამორჩეულ და განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენს მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში. პირველი ქართული დოკუმენტური ფილმები 1908-1912 წლებში იქნა გადაღებული. ეროვნული კოლორიტის გარდა, ქართულ კინემატოგრაფიას გააჩნია ისეთი ადვილად ამოსაცნობი თვისებები, როგორებიცაა მსუბუქი იუმორის გრძნობა, მეტაფორულობა და ადამიანების მიმართ სიყვარული. გასულ საუკუნეში ქართველი რეჟისორების ფილმები - „მონანიება“ (გრან-პრი) და „მაგდანას ლურჯა“ კანის კინოფესტივალზე იქნა წარდგენილი, ხოლო 1996 და 2015 წლებში ნანა ჯორჯაძის „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ და ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ ოსკარზე იქნა ნომინირებული.

ღირშესანიშნაობები

სამზარეულო

გართობა