Photo of a Fresco from a tour with Laerton Tours and an explanation of the culture, in the country of Georgia
Laerton Tours information about Georgian art, dance and Tbilisi based sightseeing tours in the country of Georgia
Tourist information and guide about sights and sightseeing in Tbilisi and the country of Georgia
Tourist guide information about Georgian food, by Laerton Tours, with a photo showing a typical selection of food in the country of Georgia
Tourist guide information about entertainment in the country of Georgia showing Batumi at night

კულტურა

ხელოვნება

ღირშესანიშნაობები

ღირშესანიშნაობები

საქართველო - ეს ის კურთხეული მიწაა, სადაც თითოეული კენჭი მზით, ღვინითა და სტუმართმოყვარეობითაა გაჯერებული. თუნდაც ნახევარი მსოფლიო უკვე შემოვლილი გქონდეთ, საქართველო მაინც გაგაოცებთ თავისი თვითმყოფადი კულტურით, ღირშესანიშნაობებით, უძველესი და უნიკალური ტრადიციებით. იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, ხუთი (სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი, ბაგრატი, გელათი, უშგული) საქართველოში მდებარეობს. ვრცლად



თბილისი შესანიშნავი ათვლის წერტილია საქართველოში მოგზაურობის დასაწყებად. ძველი თბილისი გიზიდავს თავისი ვიწრო ქუჩებითა და XIII-XIX საუკუნის სახლებით. აქვე მდებარეობს ნარიყალას ციხესიმაგრე, მეტეხისა და ანჩისხატის უძველესი ეკლესიები, სიონისა და სამების გრანდიოზული საკათედრო ტაძრები. თავის მხრივ, ახალი თბილისი მნახველს აოცებს სხვადასხვა სამინისტროების, სავაჭრო ცენტრებისა თუ სასტუმროების ულტრათანამედროვე შენობებით, რიყის პარკის არაჩვეულებრივი ნაგებობებით და ფუტურისტული „მშვიდობის ხიდით“.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია აბანოთუბანი, საიდანაც იწყება კიდეც ქალაქის ისტორია. ლეგენდის თანახმად ხომ სწორედ ამ მიდამოებში მოჩუხჩუხე წყაროს ცხელ წყალში ჩავარდა და მოიხარშა მეფე ვახტანგ გორგასლის ნანადირევი. მეფე ისე აღფრთოვანდა აქ არსებული ცხელი წყაროების რაოდენობით, რომ ამ ადგილზე აბანოების აშენება ბრძანა. დროთა განმავლობაში აბანოების უბანი ქალაქად გადაიქცა, შემდეგ კი დედაქალაქადაც გამოცხადდა. თბილისიდან 20 კილომეტრში საქართველოს ძველი დედაქალაქი - მცხეთა მდებარეობს. ქალაქ მცხეთის ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ჯვრის მონასტერი, საიდანაც მტკვრისა და არაგვის შესართავის ულამაზესი ხედი იშლება, და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი - ქრისტეს კვართისა და ქართველ მეფეთა განსასვენებელი. ზოგადად, ეკლესია-მონასტრები ქვეყნის ყველაზე დამახასიათებელი და საინტერესო ღირსშესანიშნაობებია. მცხეთაში თავმოყრილია სასულიერო და ისტორიული ძეგლების დიდი რაოდენობა.

ეკოტურიზმი, საოჯახო დასვენება, ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტები, საჯომარდო თუ საფეხმავლო, საექსკურსიო, ისტორიული, კულტურული, კულინარიული და ღვინის ტურები - საქართველოში ეს და კიდევ ბევრი სხვა გელოდებათ. ქართველების სტუმართმოყვარეობა და ქართული სუფრა მთელი ტურისტული სამყაროსთვისაა ცნობილი. საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც რამდენჯერმე უნდა ესტუმრო, რათა სრულიად შეიგრძნო ამ მხარის სითბო და თვითმყოფადობა.

სამზარეულო

გართობა