Photo of a Fresco from a tour with Laerton Tours and an explanation of the culture, in the country of Georgia
Laerton Tours information about Georgian art, dance and Tbilisi based sightseeing tours in the country of Georgia
Tourist information and guide about sights and sightseeing in Tbilisi and the country of Georgia
Tourist guide information about Georgian food, by Laerton Tours, with a photo showing a typical selection of food in the country of Georgia
Tourist guide information about entertainment in the country of Georgia showing Batumi at night

კულტურა

ხელოვნება

ღირშესანიშნაობები

სამზარეულო

სამზარეულო

ქართული ღვინო და სამზარეულო - ქვეყნის თითქმის ყველაზე მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ქართული ღვინის ისტორია ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები საქართველოში ღვინის კულტურის დაახლოებით 8000 წლის წინ არსებობაზე მიუთითებს, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს. მსოფლიოში არსებული 2000 ყურძნის ჯიშიდან, 500 ქართული წარმოშობისაა. მსოფლიოში ცნობილი ქართული ღვინოებია: ხვანჭკარა, რქაწითელი, წინანდალი, საფერავი, ნაფარეული, ქინძმარაული, მუკუზანი, ახაშენი, ოჯალეში, ცოლიკაური და სხვა. ვრცლად



ორიგინალური და უძველესი ქართული სამზარეულო გაჯერებულია ამიერკავკასიის, აზიისა თუ ზღვისპირეთის ხალხების საუკეთესო კულინარიული ტრადიციებით. ქართველები შეეცადნენ, რომ მათი სამზარეულო არა მხოლოდ ჯადოსნურად გემრიელი, არამედ გამოხატულად ორიგინალური, დახვეწილი, თვითმყოფადი და დაუვიწყარი ყოფილიყო. კერძების შექმნის ქართული იდეოლოგია სანელებლებისა და ცხარის კონტრასტს ეყრდნობა. ერთმანეთისაგან განსხვავდება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ტრადიციული სამზარეულოები. თავისი განსაკუთრებული ღირსებებით ცნობილია მეგრული, კახური და იმერული სამზარეულოები.

ქართული სამზარეულო სრულიად მრავალფეროვანია. ბევრი ქართული კერძი, მაგალითად, შემწვარი წიწილა ანუ „ტაბაკა“, ხინკალი თუ ხაჭაპური, საერთაშორისოდ მასშტაბით არის ცნობილი. განსაკუთრებულ კერძად ითვლება ხინკალი, რომელსაც ხელით მიირთმევენ. სადღესასწაულო კერძებიდან ყველაზე ცნობილია ქათმის ან ინდაურის ხორცისაგან მომზადებული საცივი, ასევე, ახალი ან წინასწარ დამარინადებული საქონლის ან ღორის ხორცის მწვადი. ქართულ სამზარეულოში ფართოდ გამოიყენება ბოსტნეული, როგორც დამოუკიდებელი კერძის, ასევე ხორციანი კერძების გარნირის სახით - ბადრიჯანი ნიგვზით, აჯაფსანდალი, ფხალი, ლობიო, სხვადასხვა მწნილეული. ქართული სამზარეულო გვთავაზობს ცხარე და მწარე სოუსების დიდ არჩევანს - ტყემალი, აჯიკა, საწებელი. ქართული ყველი, როგორიცაა იმერული და სულგუნი, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც არის ცნობილი. ტკბილეულიდან აღსანიშნავია გოზინაყი, ჩურჩხელა, ფელამუში და სხვა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქართული სუფრა. ეს არა მხოლოდ უბრალო სადილობა, არამედ ნამდვილი ნადიმია, რომელიც უმალვე თეატრალიზებულ წარმოდგენას მოგაგონებთ. სუფრას თამადა უძღვება - ქართული ნადიმის ერთ-ერთი ძირითადი სიმბოლო. თამადობის პატივი ყველაზე პატივცემულ ადამიანს ან სასურველ სტუმარს ერგება ხოლმე. ტრადიციული ქართული სუფრა - ერის კულტურის განუყრელი ელემენტია, ხოლო ქართულ სტუმართმოყვარეობას და გულუხვ დახვედრას არაერთი სტუმარი მოუჯადოებია.

გართობა