Photo of a Fresco from a tour with Laerton Tours and an explanation of the culture, in the country of Georgia
Laerton Tours information about Georgian art, dance and Tbilisi based sightseeing tours in the country of Georgia
Tourist information and guide about sights and sightseeing in Tbilisi and the country of Georgia
Tourist guide information about Georgian food, by Laerton Tours, with a photo showing a typical selection of food in the country of Georgia
Tourist guide information about entertainment in the country of Georgia showing Batumi at night

კულტურა

კულტურა

საქართველო უძველესი და უმდიდრესი თვითმყოფადი კულტურის მქონე ქვეყანაა, და ეს კულტურა ათასწლეულებს ითვლის. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი - ქართულია. ქართული მონუმენტური არქიტექტურა, მუსიკა, მდიდარი სასულიერო და საერო ლიტერატურა, გულში ჩამწვდომი ცეკვები, ხელოვნება თუ მხატვრული რეწვის ნიმუშები, თავად სტუმართმოყვარე და პურადი ქართველი ერიც კი - ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. ვრცლად



ქართველი ხალხის ეროვნული თვითმყოფადობა სრულად არის გამოხატული მრავალხმიან საგუნდო სიმღერაში. პოლიფონიური ქართული საგალობელი და ფოლკლორული შედევრები ჩვენი წელთაღრიცხვის V საუკუნიდან იღებს დასაწყისს. 1977 წელს ქართული ხალხური სიმღერა „ჩაკრულო“ (რაც „ფიცით შეკრულებს“, „ერთსულოვანთ“ ნიშნავს) კოსმოსური ზონდით „ვოიაჯერ-1“ დედამიწიდან კოსმოსში გაიგზავნა, როგორც კაცობრიობის გზავნილი სხვა ცივილიზაციებისთვის. „ჩაკრულო“ გახდა ერთ-ერთი იმ 27 კომპოზიციიდან, რომელიც დიდი რუდუნებით შეირჩა, როგორც ადამიანის მუსიკალური ტალანტის გამოხატულება. 2001 წელს იუნესკომ ქართული პოლიფონია ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად აღიარა.

ქართული ცეკვის კულტურა უმდიდრესი და მრავალფეროვანია. ლეგენდარული ქართული ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები“ მთელს მსოფლიოშია სახელგანთქმული. იტალიაში, მილანის თეატრის „ლა სკალას“ სცენაზე „სუხიშვილების“ გამოსვლის შემდეგ, გაზეთები წერდნენ: „ბალეტის ქართველი არტისტები თავად სრულყოფილებაა. ეს არამხოლოდ ცეკვა, არამედ – აღმაფრენაა, ქარიშხალი სცენაზე! მათი ცეკვა გამოწვევას უგზავნის გრავიტაციის კანონებს. ეს არის ვაჟკაცური სიძლიერისა და ქალური გრაციოზულობის კავშირი, მოცეკვავეთა ფეერია, რომლებიც ჰაერში კალეიდოსკოპური გეომეტრიითა და სამხედრო სიზუსტით იჭრებიან».

საქართველოს 100-მდე მუზეუმიდან, ოცი თბილისში მდებარეობს. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი - ქვეყნის მთავარი მუზეუმია. მეორე დიდ მუზეუმად შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი ითვლება. აქ დაცულია ქართული „ოქროს ფონდი“, ასევე, ძველქართული, რუსული, დასავლეთევროპული თუ აღმოსავლური ხელოვნების უმდიდრესი კოლექციები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართული დრამატურგიაც, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იღებს სათავეს. დღეისათვის საქართველოში 30-ზე მეტი თეატრია. ქართული კულტურა საუკუნეებისგან დახვეწილი მრავალწახნაგოვანი სპეკალია, რომელის მსგავსიც ერთეულია ბუნებაში.

ხელოვნება

ღირშესანიშნაობები

სამზარეულო

გართობა