Photo of a Fresco from a tour with Laerton Tours and an explanation of the culture, in the country of Georgia
Laerton Tours information about Georgian art, dance and Tbilisi based sightseeing tours in the country of Georgia
Tourist information and guide about sights and sightseeing in Tbilisi and the country of Georgia
Tourist guide information about Georgian food, by Laerton Tours, with a photo showing a typical selection of food in the country of Georgia
Tourist guide information about entertainment in the country of Georgia showing Batumi at night

კულტურა

ხელოვნება

ღირშესანიშნაობები

სამზარეულო

გართობა

გართობა

იმოგზაურეთ საქართველოში და თქვენ აღმოაჩენთ მხოლოდ ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელ დღესასწაულებს. ნებისმიერ ქართულ ტრადიციულ ღონისძიებასა თუ დღესასწაულზე დასწრებისას თქვენ გასაოცარ ორომტრიალში აღმოჩნდებით და ამ მოგზაურობას მრავალი წლის მანძილზე დაიმახსოვრებთ. თბილისი და ბათუმი უკვე საყოველთაოდაა ცნობილი არამხოლოდ იმით, რომ აქ გემრიელად დანაყრება თუ მრავალი ღირსშესანიშნავი ადგილის მონახულება შეიძლება, არამედ იმითაც, რომ აქ ნებისმიერი გემოვნების ადამიანი შესანიშნავად გაატარებს დროს სხვადასხვა პაბში, ბარებსა თუ ხმაურიან კლუბებში. ვრცლად



თბილისში ყველაფერია ტურისტების მოსაზიდად: კაფეები, ბარები, მაღალი დონის მრავალრიცხოვანი სასტუმროები, უნიკალური ადგილები, ღირშესანიშნაობები, სუვენირები, ძველი თბილისური ეზოები გასაშრობად გამოფენილი თეთრეულით თუ ბურთის დევნაში მხიარულად მორბენალი ბავშვებით. აქ დაუსრულებლად შეიძლება სეირნობა: დღე, ორი დღე, სამი, ერთი კვირა... გურმანებმა და გართობის მოყვარულებმა აუცილებლად უნდა მოინახულონ შარდენის საფეხმავლო ქუჩა ქალაქ თბილისის ძველ უბანში. ქუჩაზე ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩამწკრივებულან მაღაზიები, კაფე-ბარები, ქართული, ევროპული თუ აზიური რესტორნები, საგამოფენო გალერეები თუ სამხატვრო სახელოსნოები, რაც ქუჩას მეტად საინტერესოს და მიმზიდველს, ხოლო ფეხით სეირნობას უფრო სასიამოვნოს ხდის.

თუკი თბილისში ოქტომბრის თვეში მოხვდებით, არ გამოტოვოთ „თბილისობა“ - ქალაქ თბილისის დღესასწაული გამოფენა-გაყიდვებით, კონცერტებით, სახალხო სეირნობებით, ღვინისა და მწვადის დაგემოვნებით, რომელიც ორ დღეს გრძელდება. საქართველოში ყველაზე გამორჩეული დღესასწაული მაინც რთველია - ყურძნის კრეფის დღესასწაული, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში აღინიშნება. ხალხური შემოქმედებისა და ფოლკლორის მოტრფიალეთათვის ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნება „არტგენი“-ს ფესტივალზე დასწრება. „არტგენი“ თბილისში ეთნოგრაფიული მუზეუმის პარკში, ივლის-აგვისტოს გასაყარზე ტარდება. თუ ოდესმე მხიარული და უზრუნველი ბავშვობის ზღაპრულ სამყაროში დაბრუნებაზე გიოცნებიათ, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ „მთაწმინდის პარკს“ - თბილისის „დისნეილენდს“ ბავშვებისა და მოზრდილებისათვის უამრავი ატრაქციონით და გასართობით. ქვეყნის დედაქალაქში სხვადასხვა დროს გრანდიოზული კონცერტები გაუმართავთ მსოფლიო დონის ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან შაკირა, სტინგი, რობი უილიამსი, ეროს რამაზოტი და სხვები. მსოფლიო ვარსკვლავები კვლავ განაგრძობენ თბილისის სტუმრობას და მათ კონცერტებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

სხვაგან სად უნდა გაერთო, თუ არა ქვეყნის შავიზღვისპირა კურორტზე! განსაკუთრებით აღსანიშნავია დელფინარიუმი ქალაქ ბათუმში. ტრადიციული წარმოდგენების გარდა, დელფინარიუმში თქვენ შეგიძლიათ დელფინოთერაპიაც ჩაიტაროთ, რომელიც სასიკეთო ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. 2007 წლიდან აჭარაში „შავი ზღვის ჯაზფესტივალი“ ტარდება, რომელმაც უკვე მსოფლიო მნიშვნელობა შეიძინა. ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა დროს ბათუმს სტუმრობდნენ ჯაზის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიცაა მეისი გრეი, ლიზა სტენსფილდი, სნუპ დოგი და სხვა. ფასიანი კონცერტების გარდა, ქალაქის სტუმრებს საშუალება ეძლევათ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ჩატარებულ უფასო წარმოდგენებსაც დაესწრონ. ეწვიეთ საქართველოს და იმოგზაურეთ გართობის ჯადოსნურ სამყაროში.